Main » Files » My files

,,პატარა ბიძინას” მანქანების გასარეცხად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო
2013-02-07, 8:32 PM

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მესროფაშვილმა 2013 წლის 30 იანვარს ინდმეწარმე კახა სტეფნაძესთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 2013 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ 4 ავტომობილს სტეფნაძის სამრეცხაო სალონი მოემსახურება. აღნიშნული დოკუმენტი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხელთ აქვს. დოკუმენტის ბოლოში წერია, რომ ხელშეკრულება შეთანხმებულია მუნიციპალიტეტის გამგებელთან ოლეგ იაძესთან და მომსახურება 1815 ლარი დაჯდება.

ხელშეკრულების მიხედვით, მუნიციპალიტეტის მსუბუქი ავტობილი წელიწადში 55-ჯერ გაირეცხება. ხოლო დანარჩენი 3 (მაღალი გამავლობის) ავტომობილი ჯამში 165-ჯერ გაირეცხება. თითო მომსახურებაში სტეფნაძის საწარმო 6 ლარს სარგებელს იღებს.

მომსახურებაში წერია, რომ სამრეცხაო სალონი ავტომობილებს ურიგოდ უნდა მოემსახუროს.

,,მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილის ძარის, საბარგულის და სალონის გარეცხვა გასუფთავება. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ავტომანქანის რეცხვისათვის ყველა აუცილებელი საშუალება და პირობა. ავტომანქანების რეცხვა უნდა განხორციელდეს რიგ-გარეშე, ნებისმიერ დღეს უქმე დღეების ჩათვლით” წერია ხელშეკრულებაში.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ამ ოთხი მანქანიდან ორი – გამგებლის და მისი მოადგილის, ხოლო დანარჩენი ორი – საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მფლობელობაშია.


Category: My files | Added by: premiertv
Views: 602 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა