Main » Files » My files

პროტესტი სოფელ რენეში
2012-11-21, 10:05 PM

კასპის რაიონის სოფელ რენეში დაწყებით სკოლას აუქმებენ, ამის შესახებ სკოლის ერთადერთ პედაგოგს ხათუნა ქასოშვილს განათლების რესურსცენტრიდან 2012 წლის 14 ნოემბერს შეატყობინეს. სოფელში ინფორმაციის მიღების შემდეგ მშობლებმა საპროტესტო შეკრება გამართეს. დაწყებითი სკოლის გაუქმების შემდეგ მოსწავლეებს მეზობელ სოფელ ნიგოზას საჯარო სკოლაში, 3 კმ მანძილზე მოუწევთ სიარული. ადგილზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები ჩავიდნენ.

,,გუშინ მოვიდა ჩვენთან ნიგოზას საჯარო სკოლის დირექტორი დალი მიდელაშვილი, რომელიც ასევე ჩვენი სკოლის დირექტორად ითვლება და გვითხრა, რომ დაწყებითი სკოლა უნდა გაუქმდეს. ბავშვები ამ მანძილზე ქარსა და სიცივეში ვერ ივლიან” – ამბობს პედაგოგი.

ადგილობრივი მკვიდრი ალიკა მელაძე გვეუბნება, რომ ერთადერთი ოთახი, სადაც პირველი-ოთხი კლასი ორ ცვლად სწავლობს, სოფლის მოსახლეობამ საკუთარი სახსრებით გაარემონდა და შეუნარჩუნა. ძველი სკოლა დაინგრა და დაზიანდა. ამიტომ მათ გვერდით შენობაში ერთადერთი გადარჩენილი ოთახი შეაკეთეს. თუმცა სახურავი დაზიანებულია და წყალი ჩადის. ასევე ამ შენობას ელექტროენერგიაც არ მიეწოდება და სველი წერტილიც არ გააჩნია.

რენეს მოსახლეობა, სადაც 245 კომლი ცხოვრობს, დაწყებითი სკოლის გაუქმებას ეწინააღმდეგება. სოფელი რენე ნიგოზას საკრებულოში შედის. ნიგოზას ტერიტორიულ ორგანოში სულ 8 სოფელი შედის. აქედან ყველაზე დიდი სოფელი რენეა. დაწყებით სკოლაში, ამჟამად, 39 მოსწავლე ირიცხება.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 755 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა