Main » Files » My files

პასუხი იაძეს… ბოდიში ონოფრიშვილს
2012-12-16, 1:40 AM

კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები მარეხ ყამბეგაშვილი და კოალიცია ,,ქართული ოცნების” კიდევ სამი აქტივისტი იგოეთის პოლიციაში რაიონის გამგებლის ოლეგ იაძის საჩივრის საფუძველზე დაიბარეს. ამის შესახებ ყამბეგაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გამგებელი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩივის.

როგორც ცნობილია, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-მა მარეხ ყამბეგაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს ჩანაწერი გაავრცელა, სადაც ის კასპის გამგებელს ,,გონებაჩლუგს” და კუნთმაგარს უწოდებს. ოლეგ იაძემ ამ ფრაზების გამო პოლიციაში საჩივარი შეიტანა და რეაგირება მოითხოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიცია მოკვლევას აწარმოებს.

14 დეკემბერს სოფელ ქვემო ჭალაში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილი ჩავიდა და დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდა. დაპირისპირება სოფლის გამგებლად სოსო შუღლიაშვილის დანიშვნამ გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი თინა გახელაძის დანიშვნას ითხოვს, ნაწილი კი სოსო შუღლიაშვილის დანიშვნას მიესალმება.

მარეხ ყამბეგაშვილი ოლეგ იაძესთან დაპირისპირების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, ეს დაპირისპირება ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყო, როდესაც კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი აქტივისტები ქვემო ჭალის და ასევე კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალების” თავმჯდომარეს კახა გახელაძეს დაუპირისპირდნენ. კახა გახელაძის
მეუღლე ოლეგ იაძის დეიდაშვილია.

ოლეგ იაძის განცხადებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობას საკუთარი კანდიდატურის არჩევა შეუძლიათ. სოფლის რწმუნებულის დანიშვნა კი უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებლის პრეროგატივაა.

იხ: ამავე თემაზე: >,,ტატამის” გაგრძელება – გამგებელი შეურაცხმყოფლებს უჩივის (ვიდეო)

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 836 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა