Main » Files » My files

ფრაქციამ ,,ქართული ოცნება” ახალი სამსახურის შექმნა გააპროტესტა
2012-12-23, 7:45 PM

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გამგეობის იურიდიული სამსახურის შექმნის თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღო. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ ზერეკიძემ განუცხადა, ამ დრომდე, გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში, მხოლოდ, იურისტის სპეციალისტის თანამდებობა არსებობდა. ზერეკიძის განმარტებით, სამსახურის უფროსს უფრო მეტი ანაზღაურება ექნება.

ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ხათუნა თათანაშვილმა გააპროტესტა. თავდაპირველად ის საკითხების დაგვიანებით დარიგების შესახებ ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა, როდესაც შესაბამისი ახსნა განმარტებები ვერ მიიღო, იურიდიული სამსახურის შექმნის აუცილებლობაზე და დადგენილების პროექტის გამართულობაზე მოითხოვა ახსნა-განმარტება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს ახალ სამსახურს. მიხეილ ზერეკიძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. საკრებულოს სხდომას კასპის გამგებელი ოლეგ იაძე ესწრებოდა. სწორედ მისი ადმინისტრაციის სამსახურის შექმნაზე იყო საუბარი. ოლეგ იაძეს, რომელიც ასევე კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენელია, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” შენიშვნებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 657 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა