Main » Files » My files

"21 დეკემბერს" არაფერი არ მოხდება
2012-12-01, 11:31 PM
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ წინასწარმეტყველებების მიუხედავად, მიმდინარე წლის დეკმებერში სამყაროს არსებობა არ დასრულდება.

"ჩვენი პლანეტა სრულ წესრიგში იყო 4 მილიარდი წლის განმავლობაში და იმის მტკიცებას რომ მალე ყველაფერი დასრულდება, საფუძვლად არაფეერი არ უდევს", - აცხადებენ ნასაში.

მეცნიერების თქმით, დრო არ დასრულდება მხოლოდ იმის გამო, რომ 31 დეკემბერს კალენდარული წელი იწურება, 1 იანვარს იწყება მორიგი წელი. ისევე არ სრულდება მაიას კალენდარიც 21 დეკემბერს.

მკვლევარების განცხადებით, 21 დეკმებერს მაიას კალენდრის მიხედვით არის დროის დათვლის ერთი სისტემის დასრულება, რასაც იმავე მაიას ტომებში მოსდევს ახალი ციკლი.

"ეს ისევეა, რომ სამზარეულოში 31 დეკმებრის შემდეგ ახალი კალენდარი ჩამოკიდოთ", - აცხადებენ მეცნიერები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ინტენსიურად ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები 21 დეკემბერს სამყაროს დასასრულის შესახებ.



Category: My files | Added by: premiertv
Views: 649 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა