Main » Files » My files

"ინფო ტვ" დღეიდან მაუწყებლობას აჩერებს
2012-12-07, 11:30 AM

"ინფო ტვ" დღეიდან მაუწყებლობას აჩერებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ინფო 9"-ის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა განუცხადა, "ინფო ტვ" მაუწყებლობას შეაჩერებს , თუმცა, აღდგება თუ არა მაუწყებლობა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე თქმით, "ინფო ტვ"-ს თანამშრომლების ნაწილი "მე-9 არხზე" გააგრძელებს მუშაობას, ნაწილი კი სამსახურის გარეშე დარჩება. ელიაშვილის განცხადებით, დღესდღეობით "ინფო ტვ"-ს ფუნქციონირება აქტუალური აღარ არის და ამიტომ მისი შეჩერების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
რაც შეეხება "ინფო 9"-ს, აქაც ცვლილებები იგეგმება და აღნიშნული საინფორმაციო სააგენტო განახლებული ფორმატით გააგრძელებს მუშაობას. მანანა ელიაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებს ფიქსირებული ხელფასი აღარ ექნებათ და მათი ანაზღაურება აქტუალური, ექსკლუზიური მასალების მიხედვით შეფასდება.
მისივე თქმით, "ინფო 9"-მ თვითდაფინანსებით უნდა გააგრძელოს მუშაობა და შემოსავალი ხელმომწერების საშუალებით უნდა მიიღოს. "ჩვენ მოვამზადებთ ინგლისურენოვან გამოშვებას. ასევე, თუ ვინმე მოისურვებს ჩვენი მასალების გადმოწერას, ამაშიც ფულის გადახდა მოუწევს. ასე რომ, თვითდაფინანსებაზე გადავდივართ და ჟურნალისტებს ანაზღაურება მოპოვებული ექსკლუზიური მასალების მიხედვით ექნებათ",-აღნიშნა მანანა ელიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, "ინფო ტვ"-ს გადაცემები "მე-9 არხზე"გადაინაცვლებს
.

www. news.ge

Category: My files | Added by: premiertv
Views: 668 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა