Main » Files » My files

რა ჯილდოები დაწესდა ბიუჯეტიდან კასპელ სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე
2013-03-17, 4:38 PM

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სპორტსმენებზე და მათ მწვრთნელებზე ფულადი დახმარებების გაცემა დაწესდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის საკრებულოდან აცნობეს. დოკუმენტს ხელს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მესროფაშვილი აწერს, ხოლო შემსრულებელი – გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძეა.

,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანახმაა, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის დაწესებულების გაერთიანების მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით გაიცეს ფულად დახმარება, კერძოდ, მიეცეთ ფულად დახმარება შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს:

მსოფლიოს ჩემპიონებს
დიდებში (1 ადგილი – 5 000 ლარი; მე-2 ადგილი – 3 000 ლარი; მე-3 ადგილი – 1 500 ლარი)
ახალგაზრდებში (1 ადგილი – 3 000 ლარი; მე-2 ადგილი – 2 000 ლარი; მე-3 ადგილი – 1 000 ლარი)
ჭაბუკებში (1 ადგილი – 2 000 ლარი; მე-2 ადგილი – 1 000 ლარი; მე-3 ადგილი – 500 ლარი;)

ევროპის ჩემპიონები
დიდებში (1 ადგილი – 3 000 ლარი; მე-2 ადგილი – 1 500 ლარი; მე-3 ადგილი – 1 000 ლარი;)
ახალგაზრდებში (1 ადგილი – 2000 ლარი; 2 ადგილი – 1 000 ლარი; მე-3 ადგილი – 5 00 ლარი)
ჭაბუკებში (1 ადგილი – 1 500 ლარი; მე-2 ადგილი – 700 ლარი; მე-3 ადგილი – 400 ლარი)

საქართველოს ჩემპიონები
დიდებში (1 ადგილი – 1 000 ლარი; მე-2 ადგილი 500 ლარი; მე-3 ადგილი – 200 ლარი)
საქართველოს ჩემპიონებს ახალგაზრდებში და ჭაბუკებში კი გამგეობიდან ფულადი დახმარება არ მიეცემა.

ჩვენს ხელთ არსებულ დოკუმენტით ირკვევა, რომ ჩემპიონების მწვრთნელებს დამატებით იმ თანხის 50%-ი მიცემათ, რა თანხასაც გამგეობა შეგირდებს გადასცემს.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 647 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა