Main » Files » My files

რა უნდოდა პრეზიდენტის თვითმფრინავს მაზნიაშვილის სახლმუზეუმის ეზოში (video)
2013-03-17, 4:34 PM

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი ითხოვს, რომ კასპის რაიონის სოფელ თელიანში მდებარე, გენერალ მაზნიაშვილის სახლმუზეუმი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადავიდეს. ამის შესახებ ბარნოვმა დღეს მუზეუმში ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, ტერიტორიას თავდაცვის სამინისტრო უკეთ მოუვლის და, შესაბამისად, დამთვალირებლების რაოდენობა გაიზრდება.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტმა თვითმფრინავით მუზეუმის ტერიტორიაზე დაშვება მოინდომა. ამას მუზეუმის მაშინდელი დირექტორი მედეა მამულაშვილი შეეწინააღმდეგა. ამ ფაქტის შემდეგ მუზეუმის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

იხ. ვრცლად ვიდეო:

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 657 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა