Main » Files » My files

სა-,,ოცნებო” ფაქტი
2013-01-25, 3:20 PM

2013 წლის 23 იანვარს, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მას 40-მდე ,,ქართული ოცნების” აქტივისტი ესწრებოდა. ხანგრძლივი და დაძაბული სხდომის მიმდინარეობისას (რომლის ვიდეო-მასალა რედაქციას გააჩნია) ჟურნალისტის კუთვნილ ვიდეო-კამერის ბატარეას დამუხტვა დაჭირდა. სხდომის გადაღების გაგრძელება ჟურნალისტის კუთვნილი ტექნიკით შეუძლებელი გახდა. ჟურნალისტმა ირმა კიტრიაშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივ აქტივისტს ნუკრი პატარქალიშვილს მის ხელთ არსებული ფოტო-კამერის გამოეყენებინის უფლება სთხოვა, რაზეც პატარქალიშვილს უარი არ უთქვამს და ჟურნალისტმა სხდომის ჩაწერა გააგრძელა.

სხდომის დამთავრების შემდეგ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კასპის ბიუროს ჟურნალისტმა ირმა კიტრიაშვილმა კასპის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მესროფაშვილის და კოალიცია ,,ქართული ოცნების” წევრის ვახტანგ პაპაშვილს შორის მოულოდნელად ატეხილი ჩხუბის ამსახველი ვიდეო-მასალა გადაიღო. აღნიშნული ვიდეო-მასალა გადაღებულ იქნა, სწორედ, კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი აქტივისტის ნუკრი პატარქალიშვილის ფოტო-კამერით. ვიდეო-კადრების გადაღების შემდეგ ფოტო-კამერის მფლობელმა ჟურნალისტს ჯერ გადაღებული მასალის ნახვა სთხოვა, ნახვის შემდეგ კი აპარატი ხელიდან აართვა.

ჟურნალისტის არაერთი თხოვნის მიუხედავად, კოალიცია ,,ქართული ოცნების” აქტივისტმა ფოტო-კამერაზე დაფიქსირებული ვიდეო მასალა აღარ მიაწოდა. ჟურნალისტმა საქმის კურსში ჩააყენა ფრაქცია ,,ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” ხელმძღვანელი ხათუნა თათანაშვილი. კოალიციის წევრები ჟურნალისტს შეპირდნენ, რომ მის მიერ გადაღებულ მასალას მისცემდნენ, თუმცა მასალა ჩხუბის კადრების ფაილის გარეშე გადმოწერეს. გადმოცემული ვიდეო-ფაილების რიგით ნომრები დარღვეულია, რაც კიდევ იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ მოწოდებულ მასალას რამდენიმე ფაილი აკლია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქცია 24 იანვარსაც მთელი დღის განმავლობაში კოალიცია ,,ქართული ოცნების” კასპის ოფისიდან მასალის მიწოდებას ელოდებოდა. რამდენიმე მიზეზის (პატარქალიშვილის ტელეფონის გამორთვის, მისი თბილისში ყოფნის და ა.შ.) გამო, სპეციალური განცხადების გაკეთებისგან თავს ვიკავებდით.

ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ფოტო-კამერა არ იყო რედაქციის კუთვნილება, შეუძლებელია ასევე ჩვენი მხრიდან აღნიშნული მასალის იძულებით გადმოცემა, კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივ ორგანიზაციას აღნიშნული ქმედების გამო მაინც პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.

პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების პრეტენზია აქვს; რომელსაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის პრეტენზია აქვს და რომელსაც მედიის წარმომადგენლების მუშაობის ხელშეწყობის პრეტენზია აქვს. ჩვენ კი ჩვენი საიტის მკითხველს ბოდიშს ვუხდით შეპირებული და დაანონსებული მასალის ვერგავრცელებაში


Category: My files | Added by: premiertv
Views: 649 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა