Main » Files » My files

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად ოლეგ იაძე სახელდება
2012-12-07, 2:56 AM

სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ იაძემ წარადგინოს. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. ოლეგ იაძე სამბოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სამბოში მსოფლიო ჩემპიონია. მწვრთნელობიდან ის ,,ნაციონალური მოძრაობის” მმართველოს პერიოდში მოხსნეს, სამბოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტობიდანაც ამავე პერიოდიდან გადააყენეს.

"სამბოდან ჩემი მოკვეთის მიზეზად ნაკრების მოსკოვში ჩასვლა და პრეზიდენტის თასზე მონაწილეობა დასახელდა. სინამდვილეში მთავარი მიზეზი სულ სხვა რამ იყო – საქართველოს სამბოს ფედერაცია ერთადერთი აპოლიტიკური ფედერაცია იყო. არავისზე არ ვიყავით დამოკიდებული და ეს თავისუფლება არ მაპატიეს. დღესაც კი პერსონა "ნონ გრატად” ვარ გამოცხადებული. არ მიშვებენ დარბაზში, რომლის გაკეთებაშიც სული და გული ჩავაქსოვე. ბავშვების გუნდის ვარჯიშის საშუალებასაც კი არ მაძლევენ. უარი მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმის სანაცვლოდ ხელფასიც არ მომითხოვია. ნაკრების იმ კანდიდატებს, რომლებიც ჩემი მოსწავლეები არიან, მაქსიმალურად ატერორებენ, რათა პირად მწვრთნელად ჩემი გვარი არ ჩაწერონ. სამწუხაროდ, ყველა გზა მომიჭრეს. სავარაუდოდ, პოლიტიკაში წავალ. არა იმიტომ, რომ ახალი კარიერა ავიწყო, არამედ იმიტომ, რომ სამართლიანობა აღვადგინო. სამბოს აუცილებლად დავუბრუნდები და ყველა სიბინძურისგან გავწმენდ”, – ეს განაცხადება ოლეგ იაძემ 2012 წლის 18 იანვარს გააკეთა.

რაც შეეხება მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტილებას, იაძემ ეს ნაბიჯი სპორტის მაშინდელ მინისტრთან ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრისას მიიღო, როდესაც მისგან შეურაცხმყოფელი სიტყვები მოისმინა.

ამის შემდეგ 2012 წლის მაისში ოლეგ იაძე სამბოს ევროპული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. მისი არჩევა მოსკოვში, სამბისტთა ევროპის პირადი პირველობის პარალელურად გამართულ სამბოს ევროპული ფედერაციის არჩევნებზე მოხდა. იაძის კანდიდატურა აღნიშნულ პოსტზე ბელორუსმა წარადგინა.

კასპის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ოლეგ იაძე გვეუბნება, რომ 2012 წლის დეკემბრის თვეში სამბოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. როგორც ირკვევა, გამგებლობა და ფედერაციის პრეზიდენტობა ერთმანეთს ხელს არ შეუშლის.

,,იცით, რომ სპორტული ფედერაციის პრეზიდენტებად შესაძლებელია მინისტრებიც დაინიშნოს. სურვილი მაქვს სამბოს ფედერაციას დავუბრუნდე და იმდენად მიყვარს ეს სფერო, რომ მისთვის გამგებლობის დატოვება არ დამენანება. ვნახოთ, რა მოხდება. ალბათ, დალაგდება სიტუაცია ფედერაციაში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჩემს გარდა, იქ სხვა კანდიდატურაც წარადგინონ’ – განაცხადა ოლეგ იაძემ.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 778 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა