Main » Files » My files

შსს-მ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო სოფელ იგოეთში
2012-12-26, 9:07 PM

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპის რაიონის სოფელ იგოეთში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო. სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკა იგოეთში მცხოვრები ლაშა და გივი ხ-ების სახლში შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს. ჩრეკის შედეგად ამოღებული იქნა „აკს"-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ცალი ტროტილი, ერთი ამფეთქი ზონარი, ერთი ფალია, 26 „რემინგტონის" ვაზნა, 48 „მ-4"-ის ვაზნა, 38 „კოლტის" ვაზნა, 477 „აკს"-ის ვაზნა, 17 „გეკოს" ვაზნა, 3 კარაბინის ვაზნა, 40 „აკმ"-ის ვაზნა, 18 ფუჭი ვაზნა, 1 ცალი „შილკის" ვაზნა, ავტომატის 8 მჭიდი და ერთი „დშკ"-ს მასრა ამოიღეს.საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კასპის რაიონული სამმართველო აწარმოებს.            

www.INFO9.GE

Category: My files | Added by: premiertv
Views: 640 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა