Main » Files » My files

,,ტატამის” გაგრძელება – გამგებელი შეურაცხმყოფლებს უჩივის
2012-12-16, 1:38 AM

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე კოალიცია ,,ქართული ოცნების” სოფელ ქვემო ჭალის იმ აქტივისტებს უჩივის, რომლებმაც მას გონებაჩლუგი და ,,ტატამის მწვრთნელი” უწოდეს. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. ოლეგ იაძის თქმით, პოლიციას განცხადებით უკვე მიმართა და მოითხოვა მის შეურაცხმყოფელ პირების გამონათქვამებზე და დამოყვანილ ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.

სოფელ ქვემო ჭალაში კასპის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ონოფრიშვილიც ჩავიდა. როგორც ონოფრიშვილმა გვითხრა, რაიონს ძალიან კარგი გამგებელი ჰყავს და მისი გადასაწყვეტია, ვინ ეყოლება ამა თუ იმ სოფელში რწმუნებულის პოსტზე.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, ქვემო ჭალაში ,,ქართული ოცნების” აქტივისტებმა რწმუნებულად სოსო შუღლიაშვილის დანიშვნა გააპროტესტეს.

იხ. ვრცლად ამავე თემაზე: ბინძური ბრძოლა ტატამზე.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 698 | Downloads: 0 | Rating: 1.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა