Main » Files » My files

თამარ რუხაძემ „მეცხრე არხი“ დატოვა
2012-11-30, 2:57 PM

ტელეკომპანია „მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის მიზეზად იგი ახალ ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობას ასახელებს, კონკრეტულად კი, რუხაძეს არ მოსწონს ახალი ხელმძღვანელობის მიდგომა ჟურნალისტებისადმი და იმ ადამიანებისადმი, ვინც „საქმეს აკეთებს".

შეგახსენებთ, რომ გუშინ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა კახა ბექაურმა. ის მისმა მოადგილემ ლუბა ელიაშვილმა ჩაანაცვლა.

არხზე განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, გუშინვე, "მეცხრე არხის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტმა ნათია ლაზაშვილმა საინფორმაციო სამსახურის მთელი კოლექტივის სახელით განაცხადა, რომ ჟურნალისტები ჯერ-ჯერობით არხის დატოვებას არ გეგმავენ.

ტელეკომპანიის დატოვების გადაწყვეტილება, გუშინ, მხოლოდ არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო. მან, უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ არხზე განხორციელებული ცვლილებების შესახებ საინფორმაციო გამოშვებებიდან შეიტყო. იგივე მიზეზის გამო, დილის გადაცემის გუნდმა, "მეცხრე არხიდან" წავლის გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილების შესახებ ლუბა ელიაშვილმაც არაფერი იცოდა და ეს სიახლე  News.ge-სგანშეიტყო.

"მეცხრე არხის" შესახებ დღეს განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, არხზე "რაღაც ტიპის რეორგანიზაცია" მიმდინარეობს

წყარო   WWW.NEWS.GE

Category: My files | Added by: premiertv
Views: 689 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა