Main » Files » My files

თებერვლიდან 2,2 მილიონი ადამიანი სახელმწიფო დაზღვევას მიიღებს
2012-12-07, 4:11 PM

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მომავალი წლის სადაზღვევო პაკეტის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მინიმალური სადაზღვევო პაკეტი, რომელიც თებერვლიდან ამოქმედდება, ძირითადად ორი კომპონენტისაგან შედგება. ეს არის ოჯახის ექიმის მომსახურებით სარგებლობა და გადაუდებელი შემთხვევების, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული მართვა.

სერგეენკოს თქმით, მინიმალური სადაზღვევო პაკეტით ის ადამიანები ისარგებლებენ, რომლებიც დღეს არანაირი პაკეტით არ არიან უზრუნვეყოფილნი. ახალი გეგმით დაახოებით 2,2 მილიონი ადამიანი სადაზღვევო მომსახურებას გამოიყენებს.

როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, უკვე 1 ივლისისთვის მინიმალური სადაზღვევო პაკეტი საბაზისო დაზღვევად გარდაიქმდენა. "სხვაობა ის არის, რომ საბაზისო პაკეტში გადაუდებელ მომსახურებასთან ერთად, ამბულატორიული და სტაციონალური გეგმიური სამედიცინო მომსახურება გაერთიანდება," - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ამჟამად მოქმედ სახელმწიფო სადაზღვევო მომსახურებას, დავით სერგეენკოს განცხადებით, ყველა მათგანი მომავალ წელსაც შენარჩუნდება.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 654 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა