Main » Files » My files

,,ცეცხლში ვიწვით” – ქსნის ქარხნის მუშების პროტესტი გრძელდება
2012-12-11, 2:02 PM

,,დატოვოს გოგი მგელაძემ სამუშაო კაბინეტი და გადააბაროს ქარხნის მართველობა სხვას.” – ასეთ განცხადებებს ქსნის მინის ქარხნის გაფიცული მუშები ბოლო ორი დღეა აკეთებენ. ისინი დაბალ ხელფასს და მძიმე სამუშაო პირობების არსებობას აპროტესტებენ. ქარხნის დირექტორი გოგი მგელაძე ამბობს, რომ ხელფასები მუშების კვალიფიკაციის მიხედვით გაიცემა, ხოლო სამუშაო პირობებში საგანგაშოს ვერაფერ ხედავს.

,,მან თავისი მართველობის პერიოდში მუშების მიერ მოთხოვნილი პირობების გაუმჯობესება და ჩვენი ინტერესების დაცვა ვერ უზრუნველყო. ცეცხლში ვიწვით და მხოლოდ 300 ლარი გვაქვს ხელფასი.” – გვითხრა ქარხანაში მომუშავე ალექსანდრე თოფურიძემ.

ქარხნის ხელმძღვანელი გოგი მგელაზე მუშების პროტესტს მართვადს უწოდებს. თუ ვინ დგას მუშების უკან, დირექტორი Qartli.ge-სთან არ ასახელებს. მისი თქმით ქარხანა წამგებიანია, თუმცა ხელფასების მატება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მინის ქარხანაში აქტიურად გამოიყენება ქიმიური მინარევები, ქარხნის მუშებისათვის არსებული სადაზღვევო პაკეტიც მიუღებელია. ექიმთან მისულ მუშას სათანადო სამედიცინო მომსახურება სადაზღვევო პაკეტით არ ეწევა. ასევე უკმაყოფილებაა საკვებზე და აცხდებენ, რომ პატიმრებს უკეთესი კვება აქვთ. დირექტორი განმარტავს, რომ ქარხნის მუშებს 5 ლარიანი სადაზღვევო პაკეტი აქვთ. ,,იმ შემთხვევაში თუ ეს მცირე სადაზღვევო პაკეტი მათი ჯანმრთელობის სამკურნალოდ არ არის საკმარისი, ამ შემთხვევაში ქარხანა უმატებს ხოლმე თანხას” – ირწმუნება მგელაძე.

ქსანში არსებული მინის ქარხანა 1997 წელს თურქულმა კომპანიამ ფირმა ,, შიშეჯამმა’’ შეისყიდა. მუშები მინის ქარხნის ხელმძღვანელ თურქულ კომპანიასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ამგვარი აქციებით მიზნის მიღწევა სურთ.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 648 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა