Main » Files » My files

თურქულზე აცრა კასპის მუნიციპალიტეტში
2012-11-21, 10:03 PM

 კასპის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა რქოსანი პირიტყვის თურქულზე აცრა დაიწყო.

 

პირუტყვის აცრის პროცესი, რომელიც მოსახლეობისთვის უფასოა, 1 აგვისტოს დაიწყო და მუნიციპალიტეტის 11 ტერიტორიულ ორაგნოში  მიმდინარეობს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, შ/ქ რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტის ვეტერინარიის დარგში, კასპის მუნიციპალიტეტში - ზურაბ პარკაძის განმარტებით აცრილ პირუტყვს, ასაცრელი პირუტყვისგან განსხვავებით სანიშნე ნომერი უკეთდება. 23 აგვისტოს ჩათვლით სულ 5 601 სულია აცრილი, პროცესი  20 სექტემბერსდასრულდება, მას შემდეგ, რაც ყველა ტერიტორიულ ორგანოში, ყველა მოსახლის პირუტყვი აიცრება. მათი რიცხვი კი 12 000-ზე  მეტს აღწევს.

 

მოსახლეობა, რომელთა ოჯახის მარჩენალი სოფლად ძირითადად მეწველი ძროხაა, პირუტყვის უფასო აცრით კმაყოფილია.  ეზოგებათ ფინანსი და დაზღვეული არიან დაავადებისაგან.

 

კასპში  თურქულით აცრის პროცესს  დააკვირდნენ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი ზურაბ რევაზიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მამუკა გაფრინდაშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი აჩიკო გიგოლაშვილი.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 690 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა