Main » Files » My files

თვითმხილველების თქმით კასპში გიორგი მესხიშვილს არჩევნების გაყალბება აიძულეს
2012-12-13, 7:57 PM

კასპის შს სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული გიორგი მესხიშვილი დააკავეს, რომელსაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყალბი ბიულეტენების გამოყენების მუხლით ბრალდება წაუყენეს. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს 33-ე საარჩევნო უბნის წევრებმა და დამკვირვებლებმა განუცხადეს, გიორგი მესხიშვილი უკანონოდ დააპატიმრეს, რადგან მასზე ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან, ყალბი ბიულეტენების გამოყენების მოთხოვნით, ზეწოლა ხორციელდებოდა.

,,ამ ყველაფერში დამნაშავე ბობა ჟივიძეა, რომელიც გიორგი მესხიშვილს ყალბი ბიულეტენების გამოყენებას აიძულებდა. ის ადამიანები უნდა დაეკავებინათ, რომლებმაც გიორგი მესხიშვილს ეს აიძულეს” – ამბობს ქეთი წურწუმია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში.

კასპის 33-ე უბანზე მყოფი გიორგი მილაძეც ადასტურებს, რომ აღნიშნულ უბანზე სხვა პიროვნებები აქტიურობდნენ. ,,როდესაც ჩვენმა აქტივისტებმა გიორგი მესხიშვილს ბიულეტენები დაუჭირეს, ის მაშინვე ამბობდა, რომ იგი ბობა ჟივიძის დავალებით მოქმედებდა. გარდა ამისა ხორციელდებოდა ზეწოლა,იმიტომ, რომ პირობითი ჰქონდა შეფარდებული. ჩემი აზრით, ის უკანონოდ დააკავეს და მის ნაცვლად დამკვეთებმა უნდა აგონ პასუხი” – აცხადებს კოალიცია ,,ქართული ოცნების” ადგილობრივი ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრი გიორგი მილაძე.

პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული გიორგი მ. დააკავეს, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, კასპის 33-ე უბანზე, საარჩევნო ურნაში წინასწარშემოხაზული, ყალბი ბიულეტინების ჩაყრას შეეცადა. დანაშაულის ჩადენის დროს, გიორგი მ. პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა (ის 2011 წელს ქურდობისთვის სსსკ-ის 177-ე მუხლით გასამართლდა და ექვსწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა).

ბობა ჟივიძესთან დაკავშირება შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ვერ მოახერხა.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Category: My files | Added by: premiertv
Views: 732 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა