Main » Files » My files

უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველად დაინიშნა
2012-12-08, 1:25 AM

საქართველოს პარლამენტმა უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის თანამდებობაზე აირჩია. ნანუაშვილის კანდიდატურას 82-მა დეპუტმა დაუჭურა მხარი, წინააღნდეგი კი 18 აღმოჩნდა. სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტმა ნანუაშვილის კანდიდატურა პირველი მოსმენით დაამტკიცა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატის საკითხის მოსმენისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების მხრიდან უჩა ნანუაშვილის მხრიდან გაჟღერდა ბრალდება, რომ იგი "ქართული ოცნების" ომბუდსმენია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ გოგა ხაჩიძის განცხადებით, ომბუდსმენობის კანდიდატის პოლიტიკურ მხარედ განხილვის საფუძველს აძლევს ის, რომ უჩა ნანუაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ინიციატორად ქართულ მხარეს ასახელებს. ხაჩიძისთვის ნანუაშვილის კომპეტენტურობაში დაეჭვების საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ მომავალი სახალხო დამცველის თქმით, მან თითქოსდა გუშინ გაიგო, რომ გოგა ხაჩიძის მშობლების სახლი გაჩხრიკეს.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 654 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა