Main » Files » My files

„ვარჯაანში“ საკანალიზაციო სისტემა მოეწყობა
2012-11-21, 10:07 PM

ქალაქ კასპში, ე.წ.  „ვარჯაანის დასახლებაში"  საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს,  2 208 გრძივ მეტრზე, დღემდე არ არსებული საკანალიზაციო სისტემის სრულ მოწყობას.

სამუშაოები ბარათაშვილის, შატბერაშვილის, მაზნიაშვილის და სააკაძის ქუჩებს მოიცავს.  ცენტრალური მაგისტრალთან ერთად,  მოეწყობა რკინაბეტონის რგოლის  სახურავებიანი ჭებიც.

ვარჯაანის მოსახლეობა საკარმიდამო ნაკვეთებში განთავსებულ სახლებში ცხოვრობს. ამუშავებენ  ნაკვეთებს, ოჯახის სარჩენად ყავთ პირუტყვი და ფრინველი, რაც აუცილებლად საჭიროებს საკანალიზაციო მომსახურებას.

სამუშაოები, რომელსაც  შპს ,,ნდს მშენებლობა”ახორციელებს  6 აგვისტოს დაიწყო და 28 სექტემბერს დაასრულდება. სამუშაოებზე 339 991 ლარი დაიხარჯება და ადგილობრივი მოსახლეობა საქმდება.

3 500 კაციან დასახლებას საკანალიზაციო სისტემის უქონლობა  რთულ საყოფაცხოვრებო პირობებს უქმნიდა.  სამუშაოების  დასრულება კი უზრუნველყოფს არა მარტო მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, არამედ  კერძო მეურნეობის  განვითარების ხელშეწყობას, აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ ნონიაშვილმა.

Category: My files | Added by: premiertv
Views: 616 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა