Main » 2012 » November » 21 » ამირან იანვარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია
9:59 PM
ამირან იანვარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

20 წლის კასპელი, საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ამირან იანვარაშვილი (82  კგ) ჭიდაობა სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

12 ოქტომბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლო ჩემპიონატი მიმდინარეობდა. ახალგაზრდებს შორის გამართულ ორთაბრძოლაში კასპელი სამბისტი, ამირან იანვარაშვილი ფინალში რუს გიორგი კორელს შეხვდა. შეხვედრა ამირან იანვარაშვილმა მოიგო და   მსოფლიო ჩემპიონის  ტიტული მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონობამდე, მიმდინარე წლის აპრილში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის  ჭიდაობა სამბოში გამართულ ევროპის პირველობაზე, ამირან იანვარაშვილი  ევროპის ჩემპიონი გახდა. მსოფლიო არენაზე მონაწილეობის საწყისი  ახალგაზრდა მოჭიდავისთვის – სწორედ ეს ჩემპიონატი იყო.

Views: 734 | Added by: premiertv | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
www.wsa.ge
 საიტის რუკა