31 ოქტომბერს კოალიცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ამავე დროს პარლამენტარები დავით და ლევან ბერძენიშვილები კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მესროფაშვილს შეხვდნენ. მათ თვითმმართველობის ხელმძღვანელს რეკომენდაციის სახით დეპუტატებზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. როგორც ცნობილია, კასპის საკრებულოში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ხათუნა თათანაშვილი იმყოფება. საკრებულოს ბოლო სხდომა ისეთივე ხმაურიანი და დაძაბული იყო, როგორც ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხდებოდა.

პარლამენტარებმა საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდეს, რომ მუშაობა იმ სტილით აღარ გაეგრძელებინათ, როგორც ეს არჩევნებამდე ხდებოდა. დავით მესროფაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარსი აცხადებს, რომ დეპუტატებს სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება ყოველთვის ჰქონდათ, ხოლო მათი უფლებება არასდროს შეუზღუდულა.

რესპუბლიკელი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავდროულად კასპის საკრებულოს წევრი ხათუნა თათანაშილი კოლეგების ზეწოლებზე საუბრობს. მისი თქმით, კასპის საკრებულოს დეპუტატებს არასამუშაო სათებში გუბერნატორთან იბარებენ.

თათანაშვილის განცხადებით, გუბერნატორთან გამართულ საიდუმლო შეხვედრებზე, დეპუტატებს არწმუნებენ რომ ნაციონალები ექვს თვეში უკან დაბრუნდებიან და ამიტომ არ უნდა დაიშალნონ. საკრებულოს ,,ნაციონალი” წევრები გუბერნატორის სტუმრობას და მასთან შეხვედრებს უარყოფენ.

დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალები” ცდილობენ, რომ საკრებულოს წევრებზე ზეგავლენა არ შეასუსტონ. ბერძენიშლის განცხადებით, ახლო მომავალში, კასპის საკრებულოში ცვლილებებია მოსალოდნელი. გუბერნატორი კი ცდილობს, ,,მეოცნებეების” იმედები არ გამართლოს და საკრებულოს წევრების მხარდაჭერა შეინარჩუნოს.

ირმა კიტრიაშვილი / შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი